სიახლენი

საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხო მსვლელობისთვის შსს კონტროლს ამკაცრებს

საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური ბრძანება გამოსცა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. შსს-ის ცნობით, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და არჩევნების დღეს სამოქმედო არეალში სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

როგორ განკარგა განათლების სამინისტრომ არამიზნობრივად 4 მილიონი ლარი

თბილისში მატარებელმა 20 წლის გოგოს სიცოცხლე იმსხვერპლა

ვის აირჩევს ცხრა ოპოზიციური პარტია საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად?

დატოვე კომენტარი