საქართველომ მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება ფინეთში მოიპოვა, სადაც ფინეთის ნაკრები მძიმე ბრძოლაში 91:85 დაამარცხა. მთლიანობაში ქართველი კალათბურთელები უკეთ ირჯებოდნენ და დამსახურებულად იმარჯვეს. სხვა თუ არაფერია, ოთხიდან სამი პერიოდი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა და შედეგი სრულიად ლოგიკურია.
ბოლო, მეოთხე პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო და ყველაფერი ბოლო 10 წუთში გადაწყდა, სადაც ზუროსის გუნდმა გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშა, ვიდრე მეტოქემ, რომელიც აშკარად დაჯაბნა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ექვსი ქულის სხვაობით, 91:85 მოიგო. შეგახსენებთ რომ საქართველოს ნაკრებმს 3 მატჩში 3 გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილი უკავია და ის ფაქტია, რომ ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოპოვებული აქვს, ჩვენს გუნდს საერთოდ არ მოქმედებს, რაც სასიამოვნოა. ილიას ზუროსის გუნდი მეოთხე ტურში 30 ნოემბერს, შვეიცარიის ნაკრებს თბილისის დროით 18:00 საათზე დაუპირისპირდება.