Uncategorized

9 მარტს ისტორიაში …

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა ტარასის ხსენების დღეს.

1226 წ. ჯალალედინმა აიღო თბილისი.

1454 წ. დაიბადა ამერიგო ვესპუჩი — იტალიელი ზღვაოსანი.

1661 წ. გარდაიცვალა კარდინალი ჯულიო მაზარინი— საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე.

1803 წ. რუსთა და ქართველთა ჯარმა დალაშქრა ჭარ-ბელაქანი.

1804 წ. საფრანგეთმა აშშ-ს ოფიციალურად გადასცა ლუიზიანა.

1814 წ. დაიბადა ტარას შევჩენკო — უკრაინელი პოეტი.

1842 წ. ვერდის მესამე ოპერის „ნაბუკოს“ პრემიერა გაიმართა მილანში; მისი წარმატება ვერდის სამუდამოდ ამკვიდრებს იტალიის მოწინავე საოპერო მწერალთა რიგში.

1908 წ. მილანის ინტერი (ინტერნაციონალე) დაარსდა.

1951 წ. იუგოსლავიამ სსრკ-ს მიმართ ბრალდებებით გამოსცა «თეთრი წიგნი».

1953 წ. მოსკოვში ი. სტალინის დასაფლავებაზე დაიღუპა ასობით ადამიანი, რომლებიც «ხალხთა ბელადთან» გამოსათხოვებლად მოვიდნენ.

1955 წ. დაიბადა ორნელა მუტი — იტალიელი კინომსახიობი.

1956 წ. საბჭოთა ჯარმა ნიკიტა ხრუშოვის ბრძანებით დაარბია სტუდენტთა დემონსტრაცია თბილისში.

1964 წ. პირველი ფორდ მუსტანგი გამოვიდა „ფორდ მოტორ კომპანიის“ ამწყობი საამქროდან.

1967 წ. სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა სსრკ-იდან გაიქცა და აშშ-ს შეაფარა თავი.

1972 წ. გარდაიცვალა ვლადიმერ ასათიანი — ქართველი ბიოქიმიკოსი.

1987 წ. როკ-ჯგუფი U2 უშვებს ალბომს „Joshua Tree“.

1991 წ. ბელგრადში იწყება სლობოდან მილოშევიჩის საწინააღმდეგო მასობრივი გამოსვლები.

2015 წ. გარდაიცვალა ოთარ კობერიძე — ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ქუთაისში პროფ. ს. კრუკოვსკის სახ. პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრი გაიხსნა

Joni Kvaracxelia

10 მარტს ისტორიაში…

Joni Kvaracxelia

საქარტველოს ოკუპირებულ რეგიონში წარმოებული პროდუქცია საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლოა სტატუსნეიტრალური მარკირებით იქნას წარმოგენილი

დატოვე კომენტარი