Uncategorized

9 აპრილს ისტორიაში …

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ირინეოს სირმელი; მალქოზ ასური; ვასილი ახალი; იოანე წინასწარმხედველი.

საქართველო — სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

 

1553 წ. გარდაიცვალა ფრანსუა რაბლე — ფრანგი მწერალი.

1667 წ. პარიზში პირველად მსოფლიოში საჯაროდ ჩატარდა გამოფენა ხელოვნების სფეროში.

1902 წ. დაიბადა ალექსანდრე ბარამიძე — ქართველი ლიტერატურათმცოდნე.

1927 წ. ამუშავდა ზაჰესი, რომელმაც პირველი დენი მისცა თბილისს.

1928 წ. თურქეთში ოფიციალურ რელიგიად ისლამი გამოცხადდა.

1928 წ. გარდაიცვალა დავით აწყურელი — ქართველი მსახიობი.

1933 წ. დაიბადა ჟან-პოლ ბელმონდო — ფრანგი კინომსახიობი.

1940 წ. გერმანული ჯარები შეიჭრნენ დანიასა და ნორვეგიაში.

1963 წ. უინსტონ ჩერჩილი გახდა პირველი უცხოელი, რომელსაც აშშ-ს კონგრესმა მიანიჭა აშშ-ს საპატიო მოქალაქის წოდება.

1969 წ. ლონდონის კლუბ «The Speakeasy Club» შედგა ჯგუფ «King Crimson»-ს სადებიუტო კონცერტი.

1970 წ. პოლ მაკარტიმ განაცხადა, რომ მეტს არ ითანამშრომლებდა ჯონ ლენონთან, რამაც დაასრულა ჯგუფ «The Beatles»-ის არსებობა.

1989 წ. „9 აპრილის სისხლიანი კვირა“ — საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ ორგანიზებული მრავალდღიანი ანტისამთავრობო მშვიდობიანი აქცია თბილისში სასტიკად იქნა დარბეული მოსკოვის კრემლის (უშუალოდ კომპარტიის ცკ-ს პოლიტბიუროს) მითითებით, საბჭოთა არმიის სპეციალურად გაგზავნილი სადესანტო შენაერთის მიერ (ორლესული სასანგრე ნიჩბების, მომწამლავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით). ამ ბარბაროსული სადამსჯელო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, დასახიჩრდა და მოიწამლა აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე. დაპატიმრებულ იქნენ აქციის ორგანიზატორები (მათ შორის, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა), თბილისში გამოცხადდა საკომენდანტო საათი.

1990 წ. დაიბადა კრისტენ სტიუარტი — ამერიკელი მსახიობი.

1991 წ. 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“.

2017 წ. ბზობის დღესასწაულზე ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიებზე განხორციელებული ტერაქტები დროს 41 დაიღუპა და 136 ადამიანი დაშავდა.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ვალენტინობა არა ის… ოღონდ შენ იყო, ყველა დღე დღესასწაულია…“-მამა პეტრე

30 მარტს ისტორიაში …

Joni Kvaracxelia

6 აპრილს ისტორიაში …

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი