აფხაზი ისეთივე ქართველია როგორც მეგრელი, სვანი, კახელი, იმერელი და ა.შ. ყველას გახსოვთ ხრუშჩოვის სიტყვები: «თუკი ქართველები ჭკუით არ მოიქცევიან-მათ აფხაზებს შევუსევ» სწორედ უცხო ტომი ჩამოასახლეს აფხაზეთში და დაარქვეს აფხაზი, რაც ისტორიული შეცდომა და დანაშაული იყო.უფრო უარესი კი ისაა, რომ ჩვენც წამოვეგეთ რუსულ პროპაგანდისტულ ანკესს და დღემდე გაორებული გვაქვს ცნობიერება, დღემდე ყალბი ისტორიით ვსწავლობთ უნივერსიტეტებში.
აფხაზეთი საქართველოა, ხოლო აფხაზი ქართველი. ეს მტკიცდება შემდეგი გარემოებით.
1.პავლე ინგოროყვა «გიორგი მერჩულე»
2. XVII საუკუნემდე აფხაზეთის ტერიტორიაზე არ გვხვდება არც ერთი ადიღეურ-ჩერქეზულ-აფხაზურ-აფსუური წარმოშობის გეოგრაფიული სახელი.ყველა არსებული ტოპონიმი არის მხოლოდ ქართველური, ძირითადად მეგრულ-სვანური.მდინარე კოდორსა და ღალიძგას შუა მდებარე ტერიტორიას XVIII საუკუნემდე «შუა სოფელი» ერქვა. შემდგომ მას «აბჟუა» ეწოდა, რაც აფსუურად «შუა სოფელს» ნიშნავს.
I საუკუნიდან XVII საუკუნემდე აფხაზეთზე არსებობს 14 თუ 15 ისტორიული რუკა. არც ერთი ეს რუკა აფხაზ მკვლევართა ნაშრომებში შეტანილი არ არის.ამ რუკებზე ყველა გეოგრაფიული სახელი ქართველურია.
3. XIX საუკუნემდე აფხაზეთის მატერიალური კულტურის ყველა ძეგლი ქართულია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სოხუმის ციხის გალავანს, რომელიც თურქებმა ააშენეს. არაქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლი XIX საუკუნემდე აფხაზეთში არ არსებობს. ამ ძეგლებს ამშვენებთ ქართული ეპიგრაფიკა.
4.VIII საუკუნიდან აფხაზეთის ყველა მეფე-მთავარი არა მარტო ქართული ორიენტაციისაა, არამედ ეთნიკურადაც ქართული წარმოშობისა არიან და წარმოსდგებიან ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა წრიდან ან ადგილობრივ მარუშიანთა, შავლიანთა, დადიანთა და შარვაშიძეთა საგვარეულოებიდან.
5. XVII საუკუნემდე აფხაზეთის მოსახლეობა არის სუფთა ქართული, მათში არ ურევია არც ერთი ჩრდილოკავკასიური გვარის წარმომადგენელი. ეს დასტურდება ბიჭვინთის დიდი იადგარის, ბიჭვინთის დიდი დავთარის, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო და სოულთა მატიანეების შესწავლის შედეგად.
6. თუ XVII საუკუნემდე აფხაზეთის მოსახლეობა აბსოლიტურად ქართულია (მეგრულ-ლაზური), ამჟამად აფხაზთა დაახლოებით 80% ქართულ გვარებს ატარებს, მოგვარეები ჰყავთ ქართველთა შორის, ხოლო 12-13% ჩრდილოკავკასიური წარმოშობისაა.
7. XIX საუკუნის დასასრულამდე აფსუურ ენაზე არ არსებობს არც ერთი წერილობითი დოკუმენტი.ყველა ისტორიული წყარო ქართულია.
8. «ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა», რომელიც დაწერილია 1066-1068 წლებში. «…გავემგზავროთ აფხაზეთში, რათა იქ დავისვენოთ და გადავიზამთროთ» აღსანიშნავია ავტორი, აფხაზეთს ჩვენ ქვეყანად მოიხსენიებს.
9. გაერთიანების იდეაც აფხაზეთში შემუშავდა და სწორედ გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეც აფხაზეთში დაკრძალეს, ბედიის ტაძარში. მეფის ტიტულატურა მეფე აფხაზთა-თი იწყებოდა, ანუ ქართველური სახელწოდებით და ამიტომაც გაერთიანების იდეის აკვანში დაკრძალეს, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეც.