შემზარავი ფაქტი საგარეჯოდან, სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და 2 მეზობელი მოკლა.
აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა 76 წლის მეუღლეც, ია ტაველაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ის მკურნალობას შპს “ტრამვატოლოგში” გადის და მართვის სუნთქვაზეა შეერთებული.
“ქალბატონი შემოყვანილია დღეს დაახლოებით, 10:00 საათზე, თავის ცეცხლნასროლი ჭრილობით, კომა. ჩვენს კლინიკაში გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, ჩატარდა თავის ტვინის შეშუპების პრევენცია, გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია და გადაყვანილ იქნა თბილისში. სასიცოცხლო მაჩვენებლები, ჰერმოდინამიკა სტაბილური იყო, მაგრამ ნებისმიერ დროს მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტად დამძიმება,” – განაცხადა გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის განყოფილების გამგე ევგენი ნიკოლაიშვილმა.
Loading…
