განცხადებები

8 ტყუილი რომელიც გუშინ გახარიამ «რეაქციაში» თქვა

«ევროპული საქართველოს» წევრი გოკა გაბაშვილი შს მინისტრის გიორგი გახარიას «რეაქციაში» გუშიმდე; ინტერვიუს გამოეხმაურა:

«1. გავრილოვის ამბავი იცოდა ოპოზიციამ და ხმა არ ამოუღია — ტყუილია❗️- გიორგი კანდელაკმა და გიგა ბოკერიამ საჯაროდ მოგმართეს რომ გავრილოვის შემოშვება ქვეყანაში არ შეიძლება და თქვენგან ცინიკური პასუხები მივიღეთ

2. გავრილოვის ქვეყანაში არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა — ტყუილია ❗️- საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერ პირს შეიძლება უარი ეთქვას შემოშვებაზე დასაბუთების გარეშე

3. ხელისუფლებამ მყისვე ირეაგირა და ინციდენტი ამოიწურა — ტყუილია❗️- პროტესტის მთავარ მითხოვნაზე კობახიძის გადადგომის თაობაზე ითქვა, რომ ეს არ განიხილება

4. გადატრიალება წლები იგეგმებოდა 😨- ❗️ნოუ ქომენთ. პროტესტის მიზეზი დილას აღმოცენდა სავარძელში გაფლაშული ოკუპანტის სახით

5. მზად ვიყავით მოლაპარაკებისთვის — ტყუილია❗️- იმ დროს როცა ოპოზიცია მოლაპარაკებაზე წუთი წუთზე შედიოდა ცეცხლი გახსენით

6. დაშლაზე საჯაროდ გავაფრთხილეთ — ტყუილია ❗️- პირიქით, პრემიერ მინისტრმა დარბევამდე 14 წუთით ადრე პიობა დადო, რომ არანაირი დარბევა არ იგეგმება

7. ყველაფერი იყო აუცილებელი მიგერიების ფარგლებში — ტყუილია ❗️ და ეგ 300 დაშავებულს, 37 დაჭრილ ჟურნალისტს და მაკო გომურს მოუყევით

8. გადადგომა პასუხესმგენლობისგან გაქცევას ნიშნავს — ტყუილია❗️ეს ერთადერთი ფორმაა ახლა დარბევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების.

სამართლებრივის დროც დადგება…»

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროპარლამენტარები განცხადებას აკეთებენ

Joni Kvaracxelia

ხარების დღესასწაულზე ხალხი ამბობს, რომ ფრინველიც, ჩიტიც ბუდეს არ იკეთებს, ადიდებს ღმერთს-ილია მეორე

Joni Kvaracxelia

სოროსის დიდ ფიტულებს დავწვავთ მთელი საქართველოს მასშტაბით -სანდრო ბრეგაძის მუქარა

დატოვე კომენტარი