განცხადებებიპოლიტიკა

8 მარტის შეთანხმების ირგვლივ გრძელდება განცხადებები, ამჯერად გერმანიის ელჩისგან

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუმბერტ ქნირშმა 8 მარტის შეთანხმების შესახებ განცხადება გააკეთა:

«ელჩები მოქმედებდნენ, როგორც ფასილიტატორები. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევკრიბეთ მხარეები ერთად. უფრო ადვილი იყო შეხვედრის მაგიდის ირგვლივ ჩატარება, ადგილზე რამდენიმე დიპლომატის დასწრებით. ეს იყო ჩვენი როლი. ჩვენ მივესალმეთ მიღწეულ შეთანხმებას. ასევე ახლახან გამოვაქვეყნეთ განცხადება, სადაც მივესალმეთ ორი ბატონის შეწყალებას პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ. ჩვენ ამას მივესალმეთ, როგორც მამაც ნაბიჯს. იქ აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტს უნდა ესაუბრა ამ საქმეზე და ამ ბატონებზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 8 მარტის მთელი შეთანხმება შესრულდება პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ეს არის პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა, რამდენადაც მათი უფლებამოსილება ვრცელდება. ყველამ იცის, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ უფლებამოსილება სასამართლოზე. თუ ადამიანებმა შეთანხმება წაიკითხეს, ძალიან ადვილია მისი გაგება. გთხოვთ, კიდევ ერთხელ ნახოთ ტექსტი, სადაც ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

გაცემულია ბრძანება გიგი უგულავას, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების-ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება (ვიდეო)

მეუფე შიო გამოეხმაურა დღევანდელ მოვლენებს

«ფიქრობენ, რომ ის პერიოდი რა დროსაც სააკაშვილი ქვეყანაში იყო ჰგონიათ რომ პრეზიდენტი რომ გახდება ისე წარმართავს საქართველოს — ეს ასე არ არის»-მეუფე იობი

დატოვე კომენტარი