1736 წ. ნადირ-შაჰმა ტახტიდან ჩამოაგდო სეფევიდების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი და ირანის ტახტზე ასვლით ახალი, აფშარიდების დინასტია დააარსა.
1759 წ. პარიზის პარლამენტმა დაგმო დენი დიდროს «ენციკლოპედია».
1819 წ. დაარსდა „საქართველოს გაზეთი“.
1908 წ. ბოსტონში დახვრიტეს გაფიცული მუშა ქალები. ეს დღე მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ქალთა სოლიდარობის დღედ.
1910 წ. დაიბადა დიმიტრი ალექსიძე — ქართველი რეჟისორი, პედაგოგი და თეატრალური მოღვაწე.
1911 წ. ქალთა საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა.
1917 წ. რუსეთში იწყება თებერვლის რევოლუცია (ძვ.სტილით 23 თებერვალი).
1930 წ. ინდოეთში მაჰათმა განდის ხელმძღვანელობით დაიწყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია.
1945 წ. ოპერაცია «სანრაიზ»-ის ფარგლებში ქ. ციურიხში საიდუმლო ვითარებაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ალენ დალესი და კარლ ვოლფი.
1950 წ. სსრკ აცხადებს, რომ ატომური ბომბი შექმნა.
1962 წ. რადიო BBC-ს ეთერში შედგა ჯგუფ «The Beatles» დებიუტი დრამებზე დამკრავი პიტ ბესტის მონაწილეობით. მათ შეასრულეს როი ორბისონის სიმღერა «Dream Baby».
1968 წ. სამხედრო პატრულირების დროს წყნარ ოკეანეში ჩაიძირა საბჭოთა კავშირის დიზელის წყალქვეშა ნავი К-129. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით დაღუპულთა რიცხვი 98-დან 105-მდე მერყეობს.
1973 წ. ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩატარდა რეფერენდუმი. მასში მონაწილე უდიდესმა ნაწილმა, 591820 ადამიანმა, გამოთქვა სურვილი დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენის შესახებ მაშინ, როდესაც მხოლოდ 6463 ადამიანმა ირლანდიის რესპუბლიკასთან გაერთიანების სურვილი გამოთქვა.
1983 წ. რონალდ რეიგანი სსრკ-ს ბოროტების იმპერიას უწოდებს.
1988 წ. ირკუტსკში მცხოვრები ოვეჩკინების ოჯახის წევრები იტაცებენ თვითმფრინავს და ცდილობენ სსრკ-დან გაიქცნენ. თვითმფრინავზე მიტანილი შტურმი ადამიანთა მსხვერპლით დამთავრდა.
2014 წ. უგზო-უკვლოდ დაიკარგა ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი Boeing 777-200ER.