8 მარტის შეთანხმების ირგვლივ გრძელდება განცხადებები, ამჯერად გერმანიის ელჩისგან

0
337

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუმბერტ ქნირშმა 8 მარტის შეთანხმების შესახებ განცხადება გააკეთა:

“ელჩები მოქმედებდნენ, როგორც ფასილიტატორები. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევკრიბეთ მხარეები ერთად. უფრო ადვილი იყო შეხვედრის მაგიდის ირგვლივ ჩატარება, ადგილზე რამდენიმე დიპლომატის დასწრებით. ეს იყო ჩვენი როლი. ჩვენ მივესალმეთ მიღწეულ შეთანხმებას. ასევე ახლახან გამოვაქვეყნეთ განცხადება, სადაც მივესალმეთ ორი ბატონის შეწყალებას პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ. ჩვენ ამას მივესალმეთ, როგორც მამაც ნაბიჯს. იქ აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტს უნდა ესაუბრა ამ საქმეზე და ამ ბატონებზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 8 მარტის მთელი შეთანხმება შესრულდება პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ეს არის პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა, რამდენადაც მათი უფლებამოსილება ვრცელდება. ყველამ იცის, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ უფლებამოსილება სასამართლოზე. თუ ადამიანებმა შეთანხმება წაიკითხეს, ძალიან ადვილია მისი გაგება. გთხოვთ, კიდევ ერთხელ ნახოთ ტექსტი, სადაც ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ