მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
მარკოზ მახარებელი; მაკედონი II.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღე
გამარჯვების დღე — მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე, აღინიშნება საფრანგეთში, აშშ-ში, საბერძნეთში, ნორვეგიაში და სხვაგან.
1429 წ. ფრანგებმა გაათავისუფლეს ახალი ორლეანი ინგლისელებთან ასწლიან ომში, ჟანა დ’არკის მეთაურობით. (ჟანა დ’არკის ხსენების დღე; საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული)
1713 წ. რუსეთის დედაქალაქი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში გადაიტანეს.
1794 წ. გარდაიცვალა ანტუან ლავუაზიე — ფრანგი ქიმიკოსი.
1802 წ. თბილისში საზეიმოდ იხსნება რუსული მმართველობა. პირველი მთავარმართებელი გახდა კნორინგი.
1821 წ. საბერძნეთის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის: ბერძნებმა გრავიასთან თურქები დაამარცხეს.
1880 წ. გარდაიცვალა გუსტავ ფლობერი — ფრანგი მწერალი.
1885 წ. გარდაიცვალა ესტატე ბოსლეველი — ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი.
1884 წ. დაიბადა შლვა ალექსი-მესხიშვილი — ქართველი ადვოკატი და პოლიტიური მოღვაწე.
1903 წ. დაიბადა ფერნანდელი — ფრანგი მსახიობი.
1905 წ. დაიბადა რობერტო როსელინი — იტალიელი კინორეჟისორი.
1913 წ. გარდაიცვალა ივანე ჯაბადარი — ქართველი რევოლუციონერ-ხალხოსანი.
1914 წ. პარამაუნტ პიქჩერზი დაარსდა.
1933 წ. მოჰანდას განდი იწყებს 21-დღიან შიმშილობას ბრიტანეთის მიერ ინდოეთის ჩაგვრის წინააღმდეგობის ნიშნად.
1945 წ. კარლჰორსტში გერმანიამ უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა.
1975 წ. დაიბადა ენრიკე იგლესიასი — ესპანელი მომღერალი.
1984 წ. სსრ კავშირმა ოფიციალური უარი განაცხადა ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე.
2009 წ. პრაღაში ევროკავშირმა აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, თურქეთთან და ეგვიპტესთან სამხრეთის კორიდორის განვითარების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.