73 წლის კაცი დააყაჩაღეს ქუთაისში

0
218

ქუთაისში 73 წლის კაცი დააყაჩაღეს. მისი შვილი მთავარ არხთან ამბობს, რომ კაცი უთოს გამოყენებით აწამეს.

«დაბმული ყოფილა სკამზე, კისერში თოკი ჰქონდა, ხელებიც თოკით ჰქონდა და ძირს იყო წაქცეული. არის უთო, რომელიც მე არ მქონდა იქ. გამომძიებელი მეუბნება, ამ უთოთი არის დაუთოებულიო. აქვს დამწვრობა 27%. აბსოლუტურად ყველაფერი დალეწილია სახლში, მამას ჰქონდა გაფორმებული სანადირო თოფი, ისიც წაღებული აქვთ», — ამბობს შვილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» და მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურ ყაჩაღობას გულისხმობს.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ