Uncategorized

9 მაისს ისტორიაში …

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ბასილი ამასიელი და გლაფირა ქალწული; სტეფანე პერმელი.

გამარჯვების დღე — დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე, აღინიშნება რუსეთში, საქართველოში და ყოფილი სსრ კავშირის სხვა ქვეყნებში.

ევროპის დღე.

იუდაიზმი — ლაგ ბა-ომერი.

აშშ, დიდი ბრიტანეთი — დედის დღე.

 

1502 წ. ქრისტეფორე კოლუმბი ამერიკის მიმართულებით თავის მეოთხე მოგზაურობას იწყებს.

1924 წ. დაიბადა ბულატ ოკუჯავა — საბჭოთა პოეტი და შემსრულებელი.

1946 წ. იტალიის მეფე ვიქტორ ემანუელ III.

1949 წ . დაიბადა ბილი ჯოელი — ამერიკელი მუსიკოსი და მომღერალი.

1950 წ. პარიზში გამოცხადდა «შუმანის დეკლარაცია» დასავლეთ ევროპის ქვეყნების ქვანახშირის, სამთო და მეტალურგიული მრეწველობის გაერთიანების შესახებ.

1965 წ. გარდაიცვალა ზაქარია ბერიშვილი — ქართველი რეჟისორი და მსახიობი.

1975 წ. თბილისში გამარჯვების პარკში გაიხსნა ძეგლი «უცნობი ჯარისკაცის საფლავი».

1983 წ. გარდაიცვალა ნინო ალექსი-მესხიშვილი — ქართველი მსახიობი.

1994 წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს ნელსონ მანდელა.

2010 წ. ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი € 750 მილიარდიანი დახმარების პაკეტი მიიღეს, რომლის მიზანია ევროპის საფინანსო ბაზრის სტაბილიზებაა.

2011 წ. ბელგიელი ველოსიპედისტი ვაუტერ ვეილანდტი «ჯირო დიტალიას» მესამე ეტაპზე მომხდარი ავარიაში დაიღუპა, რაც «გრანდ ტურში» 1995 წლიდან მოყოლებული ველოსიპედისტის დაღუპვის პირველი შემთხვევაა.

2013 წ. გარდაიცვალა ოთარ მეღვინეთუხუცესი — ქართველი მსახიობი.

2015 წ. ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაქს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნიუ იორკის ქართველებს შეხვდა (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

„ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის გამო დავტოვეთ»-«ქართული ოცნების» დამფუძნებლებმა სამეგრელოში პარტია დატოვეს და «ევროპულ საქართველოში» გადავიდნენ(ვიდეო)

კვლევა, რომელმაც საქართველოში ქორწინების მთავარი მიზეზი გამოავლინა

დატოვე კომენტარი