განცხადება/მიმართვა

7-9 მაისს რიკოთის საავტომობილო გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

რიკოთის საავტომობილო გვირაბში 2019 წლის 7 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით, დროის გარკვეულ პერიოდში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა-აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის  საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის სახანძრო-სავენტილაციო სისტემების შემოწმება-შესწავლის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2019 წლის 7 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით, დროის გარკვეულ პერიოდში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. კერძოდ: 7 მაისს 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე, 8 მაისს 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე და 9 მაისს – 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.”-აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

„ექიმებმა მითხრეს, რომ დღის მეორე ნახევარში იგრძნო გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილები, პრობლემები შექმნა ასევე მეტყველებაზე”-ადვოკატი გიორგი ფანცულაია

“ხელისუფლება კიდევ უფრო პანიკაში ჩავარდა…”-ელენე ხოშტარია

Joni Kvaracxelia

მაიკ პომპეო აღშფოთებულია ბელორუსში მიმდინარე მოვლენებით

დატოვე კომენტარი