იაპონიაში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, მიაგის პრეფექტურასთან, წყნარ ოკეანეში, 60 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მეტეოროლოგების განცხადებით, ცუნამის სიმაღლემ შესაძლოა 1 მეტრის მიაღწიოს. შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
Loading…
