განცხადებები

7 ნოემბრისა და 20 ივნისის აქციების ერთ კონტექსტში განხილვა არ არის სწორი არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად-პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი პარტია «გირჩის» ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახამადაც ამნისტიის კანონპროექტი 7 ნომებრისა და 26 მაისის ცნობილ მოვლენებსაც უნდა შეეხოს.

«ვფიქრობ, რომ 7 ნოემბრის შედარება 20 ივნისის აქციასთან არ არის სწორი, არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად. ჩვენ გვახსოვს 7 ნოემბრის მიზეზები რა იყო, რა მოხდა 7 ნოემბერს და ჩვენ ვიყავით ასევე მომსწრე 20 ივნისთან დაკავშირებული საკითხების. 20 ივნისს ჩვენ ვნახეთ, რომ ეს იყო პირდაპირ შეტევა სამართალდამცველებზე, რომლებიც იყვნენ განთავსებული პარლამენტის შენობასთან. 20 ივნისს ჩვენ ვნახეთ პირდაპირი მოწოდება, რომ აქციის მონაწილეები ძალადობრივად შესულიყვნენ პარლამენტში, ამის შედარება 7 ნოემბერთან, როდესაც იყო მშვიდობიანი აქცია, არ არის სწორი არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად. 20 ივნისი იყო პირდაპირი შეტევა სამართალდამცველებზე, რომლებიც განთავსებული იყვნენ შენობასთან, იყო პირდაპირი მოწოდება პარლამენტის შენობაში ძალადობრივად შესვლის და ამის საპირისპიროდ ჩვენ გვახსოვს, რა იყო 7 ნოემბრის საფუძველი, რა მოხდა. გვახსოვს ის სისასტიკე, რომლითაც მოეპყრნენ მაშინ აქციის მონაწილეებს. ასე რომ, ვფიქრობ, არასწორია მათი მხრიდან, თუკი სურთ, რომ ერთ კონტექსტში განიხილონ 7 ნოემბრის აქცია და 20 ივნისის აქცია»- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

Loading…

მსგავსი პოსტები

სალომე სამადაშვილი: აუცილებლად მოხდება ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაბარება(ვიდეო)

Joni Kvaracxelia

«9 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, ვიწყებთ»-«მთავარი არხი» 9 სექტემბრიდან ეთერში გავა

«აი ესაა ერთ—ერთი მსხვილი სისხლის მსმელი ჩვენი ხალხისა და ბენზინის უპირველესი გამძვირებელი»-შალვა ნათელაშვილი

დატოვე კომენტარი