Uncategorized

7 მარტს ისტორიაში …

161 წ. იმპერატორ ანტონინუს პიუსის გარდაცვალების შემდეგ, მარკუს ავრელიუსი და ლუციუს ვერუსი რომის იმპერიის თანამმართველობაზე თანხმდებიან, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო რომის ისტორიაში.

321 წ. რომის იმპერატორ კონსტანტინეს განკარგულებით კვირა (მზის დღე) უქმე დღედ გამოცხადდა.

1852 წ. გამოვიდა ჟურნალ „ცისკარის“ პირველი ნომერი.

1876 წ. გრაჰამ ბელმა ტელეფონი დააპატენტა.

1893 წ.  დაიბადა პოლიკარპე კაკაბაძე — ქართველი დრამატურგი

1934 წ. გარდაიცვალა ივანე ფალიაშვილი — ქართველი დირიჟორი, პიანისტი, ორგანისტი.

1944 წ. დაიბადა ჟიული შარტავა — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.

1972 წ. გარდაიცვალა არსენ მეკოკიშვილი — ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951). მსოფლიოს ჩემპიონი, სსრკ ცხრაგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და შვიდგზის ჩემპიონი სამბოში.

1989 წ. ირანი და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტენ სალმან რაშდის სკანდალურ რომანთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.

2008 წ. რუსეთმა ცალმხრივად მოხსნა აფხაზეთის მიმართ 1996 წელს დსთ-ს მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

გორში გვიან ღამით მაღაზია გაქურდეს

Joni Kvaracxelia

სალომე ზურაბიშვილმა ჯარზე გამოთქმულ რიტორიკაზე განმარტება გააკეთა

«ვალენტინობა არა ის… ოღონდ შენ იყო, ყველა დღე დღესასწაულია…“-მამა პეტრე

დატოვე კომენტარი