განცხადებებიკრიმინალი

«7-ჯერ ესროლეს და სამი ტყვია ორივე ფეხში მოხვდა»-თბილისში გლოვოს კურიერი დაჭრეს

არსებული ინფორმაციით, თბილისში გლოვოს კურიერი დაჭრეს,  თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა, დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლიც გაუხსნა. თავდასმხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

როგორც გაირკვა, კურიერმა მისამართზე შეკვეთა მიიტანა, შემკვეთმა ქალმა  მიტანილ პროდუქციაზე აღმოჩინა, რომ 1 კონკრეტული პროდუქტი აკლდა, რის შემდეგაც დაურეკა კურიერს,  უკან დაბრუნებულ კურიერს კი თავს დაესხნენ.

ცნობილია, რომ ნაცემმა კურიერმა საწრაფო თავად გამოიცხადა. ფაქტის შემსწრე კორპუსის არაერთი მცხოვრები გახდა, თუმცა არცერთ მათგანს შსს-თვის არ დაურეკავს.

შეკვეთა მიიტანა ნუცუბიძის პლატოზე, „ბოლო შეკვეთა მაქვს“, დამირეკა და ნახევარ საატში სახლში მოვალო. დამირეკეს, დაჭრილია თემოო და ჩამოვედი საერთოდ გათეთრებული, ვნახე, მაგრამ რა ვნახე… სამი ტყვია ჰქონდა ორივე ფეხზე, თითები აქვს დამსხვრეული, სჭირდება ძირადღირეული ოპერაცია. შეკვეთა მიიტანა და 5 წუთში დაურეკეს, რა არისო, აგვახიე ერთი ბოთლი ლუდიო? გინება დაუწყიათ. ამას უთქვამს, მე რა შუაში ვარ, მე კურირერი ვარო, რაც გამომატანეს, ის მოგიტანეთო და „ბიჭო, შენ რა ენას ატლიკინებო“ და 4 ბიჭი ჩამოვიდა მერე 4 გოგო შემოგვიერთდაო და ყველა ერთად ურტყამდნენ და მერე მთელი აბოიმა ტყვიები გამოუშვია და სამი ტყვია მოხვდა. 7-ჯერ ესროლეს და სამი ტყვია ორივე ფეხში მოხვდა. დამჯდარა მოტოზე და ნუცუბიძს პლატოდან 3 ტყვიით ჩამოვიდა ბაგებში და იქ დაეცა, გონება დაკარგა. ბიჭები დაესივნენ, დამირეკეს ასე და ასეო, თემო არის დაჭრილიო… იქ მილიონ კაცი იდგა თურმე, არც დაურეკავთ არ სასწრაფოში, არც პატრულში, — ამბობს დაშავებულის დედა.

მსგავსი პოსტები

«შვილი მომიკლეს მაღალჩინოსნებმა…რატომ მომიკლეს შვილი?» შვილმოკლული დედა სალომე ზურაბიშვილს

ქუთაისი-ათენის რეისზე აუტისტური აშლილობის მქონე ბავშვი ბორტზე არ დაუშვეს

«აღმოჩნდება, რომ ეს ქალი არის ერთ-ერთი მოქმედი ძალოვანის ცოლი….სანდრა სადაა ამ დროს? მას ცალკე უკმაყოფილებენ ვნებებს…»-სოსო გოგაშვილი სააკაშვილზე

დატოვე კომენტარი