პოლიტიკა

7 ოქტომბერს” ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის” სამხრეთ კავკასიის ფილიალმა დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღნიშნა

7 სექტემბერს FNF ( ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი) სამხრეთ კავკასიის ფილიალმა საქართველოში დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნა.
ღონისძიების აღსანიშნავად ესწრებოდნენ FNF სამხრეთ კავკასიის წინა ხელმძღვანელები დოქტორი ვოლფგანგ ჯონი და პიტერ-ანდრეას ბოხმანი.

გამომსვლელთა შორის იყვნენ FNF-ის დირექტორთა საბჭოს წევრი მანფრედ რიხტერი, გერმანიის ახლად დანიშნულ ელჩი საქართველოში ერნსტ პიტერ ფიშერი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში 1996 წლიდან მუშაობს. მუშაობა დაიწყო აზერბაიჯანის პოლიტიკური განათლების პროექტებით, 2002 წლიდან ასევე სომხეთსა და საქართველოში. ოფისი მდებარეობს თბილისში, საქართველოში. ფონდის ძირითადი მიზანია დაეხმაროს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დემოკრატიული განვითარების პროცესში, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებად თავისუფალი პოლიტიკური სისტემით, რომელიც დაფუძნებულია ეკონომიკის თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებზე.

ტექსტი და ფოტო: თამარ ქუთათელაძე

Loading…

მსგავსი პოსტები

“ჩვენი პროგრამის ძირითადი პრინციპი იქნება მოქმედება, საქმე, ეფექტურობა და შედეგი”-გიორგი გახარია

საქართველოში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობისას ევროპარლამენტში შუქი ჩაქრა

Joni Kvaracxelia

სერჟ სარქისიანსა და ნიკოლ პაშნიანს შორის შეხვედრა შედგა თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი