ანგელა მერკელმა ჟურნალისტებთან კორონა ვირუსის პანდემიაზე ისაუბრა და დასძინა რომ ეს უდიდესი გამოწვევაა ევროკავშირისთვის. ჩემი აზრით, ევროკავშირი ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას მისი არსებობის განმავლობაში. პანდემია ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას შეეხო. ეს სიმეტრიული შოკი, თუკი ტექნიკური თვალსაზრისით ვისაუბრებთ. ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა დაინტერესებული უნდა კიყოს იმაში, რომ ევროპა ამ კრიზისიდან უფრო ძლიერი გამოვიდეს“, — განაცხადა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ 7 აპრილს ევროზონის ფინანსთა მინისტრების შერხვედრა გაიმართება, რომელზეც განხილული იქნება ცალკეული ქვეყნებისთვის ეკონომიკური მხარდაჭერის ზომების შემუშავება.
„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ დაკავშირებულია ერთმანეთთან ჩვენი ეკონომიკები, თუ რა ხდება, როდესაც საქონლის თავისუფალი გაცვლა უზრუნველყოფილი არ არის. ამიტომაც, პასუხი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს — უფრო მეტი ევროპა, უფრო ძლიერი ევროპა“, — განაცხადა გერმანიის კანცლერმა.