“საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად უმრავლესობა მზადყოფნას აცხადებს.
“გვაქვს სათანადო მანდატი იმისთვის, რომ პრეზიდენტის უსაფუძვლო ვეტო დავძლიოთ. ამ შემთხვევაში, არასწორი არგუმენტაციის საფუძველზე წარმოდგენილი ვეტო, მიმდინარე კვირაში პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან იქნება დაძლეული. საზოგადოებაც და ჩვენც შევეჩვიეთ იმას, რომ პრეზიდენტი ყველანაირი არგუმენტის გარეშე და კონკრეტული ინტერესებით მოტივირებული ადევს კანონპროექტებს ვეტოს”-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
