სხვადასხვა

უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი შედეგები რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოსთვის

“უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი შედეგები რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოსთვის”

დღეს სასტუმრო „რუმსში“ შეხვედრა გაიმართა ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილ მეთაურთან, გენერალ ბენ ჰოჯესთან.
შეხვედრა «ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა» და „ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები,
ბენ ჰოჯესმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ასევე აღნიშნა ნიკა გვარამიას საქმეზე
«ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც ციხეში ზის, თუ მას არა აქვს ჩადენილი რაიმე აშკარა კრიმინალი, არის პრობლემა.
თუ ჟურნალისტს ციხეში სვამენ პოლიტიკური მიზეზებით სხვა ჟურნალისტებზეც ახდენს ეს გავლენას.» -თქვა ჰოჯესმა. გენერალმა არაერთხელ შეშფოთება გამოთქვა თუ რატომ არ უჭერს მხარს უფრო მტკიცედ საქართველო უკრაინას.
«მე არ მესმის, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში. ჩემთვის ეს გაუგებარია. საქართველო თავადაც მოგებული დარჩება, როდესაც ეს ომი რუსეთის დამარცხებით დასრულდება.»
არ მესმის, რატომ უნდა ამ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ ხელბორკილებით იყოს მიბმული კრემლზე?» ვერ ვხვდები, რა არის სასარგებლო საქართველოსთვის კრემლის ხელბორკილებში, რადგან კრემლი აგებს ამ ომს, ეკონომიკა ჩამონგრეულია. ათასობით რუსი ჩამოვიდა საქართველოში, რადგან არ სურდათ მობილიზაციაში მოხვედრა. არ სურთ უკრაინაში ბრძოლა. ჩემი აზრით, არის გარღვევა იმაში, თუ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, რომელიც თვლის, რომ უკრაინას მხარს უნდა უჭერდეს და რას აკეთებს მთავრობა. ეს საქართველოსთვის უნდა იყოს სასარგებლო, რომ ისტორიის სწორ მხარეს იყოს. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს კეთილდღეობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია შავი ზღვის რეგიონზე. დარწმუნდით, რომ ისტორიის სწორ მხარეს ხართ, რადგან უკრაინა ომიდან გამარჯვებული გამოვა. ამერიკის შეერთებული შტატები ავითარებს სტრატეგიას შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით და საქართველო ამის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება“, – აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ილჰამ ალიევმა და პუტინმა ერთობლივი თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

LIVE:ამ წუთებში ზუგდიდში დაპირისპირებაა-რა ხდება ზუგდიდის საარჩევნო კომისიაში?

Joni Kvaracxelia

საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

დატოვე კომენტარი