ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა «სტრატეგია აღმაშენებლიდან» დატოვა პარტია. ასევე პარტია დატოვეს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმაც. კონკრეტულ მიზეზს პარტიის დატოვების ამ დრომდე არ ასახელებენ.
«მოგესალმებით მეგობრებო.
მთელი რიგი მიზეზების გამო მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია «სტრატეგია აღმაშენებელი»(მესამე ძალა) სადაც გავატარე ბოლო ერთი წელი.
თავს ანგარიშვალდებულად ვთვლი თითოეული იმ ადამიანის წინაშე რომელთაც გადაწყვეტილი ჰქონდა ხმა მოეცათ ჩემთვის ზუგდიდის ნომერ პირველ მაჟორიტარულ ოლქში, დარწმუნებული ვარ არც ერთი ეს ხმა არ დაიკარგება და წავა ოპოზიციურ ფლანგზე.
მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ზუგდიდის ორგანიზაციის თითოეულ წევრს რომელიც ჩემთან ერთად იბრძოდა მთელი ამ დროის განმავლობაში. წარმატებები მეგობრებო მომავალს დრო გვიჩვენებს ❤» — სოცქსელში წერს ირაკლი პაჭკორია.
ზუგდიდში პარტიის წევრები «სტრატეგია აღმაშენებლის» რიგებს ტოვებენ
Loading…