პოლიტიკა

საუბარი ორ პრეზიდენტს შორის ონლაინ რეჟიმში

მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტი გუშინ ონლაინ რეჟიმში ელაპარაკა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს — ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

„გუშინ გაიმართა ონლაინ დისკუსია ქალბატონთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ როგორც მოლდოვის ისე საქართველოს მოქალაქეებსაც სურთ რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას დემოკრატიული ინსტიტუტების წინაშე მდგარი კრიზისი. კორუფციასთან ბრძოლა და დემოკრატიული, თანამედროვე და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია გავაკეთოთ ის ცვლილებები, რასაც მოქალაქეები ელიან.

მან ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სამ ქვეყანას შორის — მოლდოვას რესპუბლიკის, საქართველოსა და უკრაინას შორის, ევროპულ გზაზე წინსვლისა და დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებისათვის. მე გავაცანი იდეა, შემედგინა ერთობლივი დეკლარაცია პრეზიდენტების დონეზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენი ქვეყნების მომავლის შესახებ. ამ კონტექსტში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი განცხადების ხელმოწერა მიზანშეწონილი იქნება ზაფხულის კონფერენციაზე ბათუმში.
მე ასევე იმედი გამოვთქვი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება ბრიუსელში ამ შემოდგომაზე და რომ მოგვეცემა საშუალება განვიხილოთ ეს თემები.“ — წერს მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტი, მაია სანდუ.

ფოტოები მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდიდან.

Loading…

მსგავსი პოსტები

აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი მოსკოვში ვიზიტით გაემგზავრება

“ქალები პოლიტიკაში ევროპული მომავლისთვის“ — კონფერენცია „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ ორგანიზებითა და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მხარდაჭერით

Joni Kvaracxelia

ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრეებს დროებითი მოწმობით ტირში ან სასროლეთში იარაღის გადატანის უფლება მიენიჭათ

დატოვე კომენტარი