განცხადებები

«მე მათ მივმართავ…»- ნიკა მელია ოპოზიციას მიმართავს

“ენმ”-ს თავმჯდომარე, ნია მელია, 224-ე საკნიდან  «მთავარ არხთან»  საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე განცხადებას აკეთებს:

 

“დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნება” პრინციპების დონეზეც კი, პირველივე დღესვე დაწერს, რომ უნდა გავრცელდეს ამნისტია მოძალადეებზეც, ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს პირველ რიგში ხელმომწერებსა და ხელმომწერებმა რაც არ უნდა მოინდომონ და გააკეთონ, რომ მოძალადეები იქ არ იყვნენ ჩაწერილი, ამას “ქართული ოცნება” მაინც გააკეთებს და აპელირებას მოახდენს უკვე ხელმოწერილ დოკუმენტზე. ლაპარაკობს აგერ, ბატონი კობახიძე, თალაკვაძე რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა იმ ადამიანზე ვიზეც საქმე არის აღძრული და ყველა იმ ადამიანზე, ვიზეც პოტენციურად შეიძლება, რომ აღიძრას საქმე. 20 ივნისის გადაფურცვლა არავის არ გამოუვა.

მე მგონია, რომ ქართული ოპოზიცია, ის ნაწილი, რომელიც ამ სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს, მე მათ არ განვიკითხავ, გამორიცხულია, და არც ვაკრიტიკებ, ნურავინ მიიღებს ამას კრიტიკად. თუკი, ისინი დარწმუნდებია, რომ ნებისმიერი მცდელობა, სამწუხაროდ, არის უშედეგო და “ქართული ოცნება” მაინც გაჯიუტდა და დამნაშავეებს წერს კანონპროექტში, ასეთ შემთხვევაში მე მათ მივმართავ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ამ ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრაში»- ამბობს  მელია “მთავართან”.

Loading…

მსგავსი პოსტები

სააკაშვილი ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს?

Joni Kvaracxelia

«გირაოს გადახდას არ ვაპირებ» — ბესიკ თამლიანი

12 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა-საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი