პერსონასოცქსელი

ირაკლი კიკნაველიძემ ევროპული საქართველო დატოვა

პარტია «ევრუპული საქართველოს» რიგები კიდევ ერთ-ერთმა ახალგაზრდა წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
«დრო მოვიდა ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდე. დიდი ხანია, ამ სიახლეზე, ჩემს ცხოვრებაში მის საჭიროებაზე ვფიქრობ. ვხედავ და მჯერა, რომ პოლიტიკური პარტიის წევრობა, შედარებით ტრადიციულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, სულაც არაა ამ ქვეყანაში იმგვარი ცვლილებებისა და სიახლის მოტანის ერთადერთი და ყველაზე ეფექტიანი შესაძლებლობა, რომელსაც მინდა, რომ მივაღწიო.
დღეს ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმს ვებრძვით. რეჟიმს, რომელსაც საღი აზრი რახანია დაკარგული აქვს და მზადაა, საშიში პროვოკაციების გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამ ბრძოლაში ასიათასობით ადამიანია ჩართული, წინა ხაზზე კი პოლიტიკოსებთან ერთად ბევრი სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის მოტივირებული ადამიანი დგას. სწორედ ამ ბრძოლაში ვაპირებ ბოლომდე მონაწილეობას.
მინდა, წარმატება ვუსურვო ევროპულ საქართველოს, ადამიანებს, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას ამ პარტიის ქოლგის ქვეშ. ეს პარტია საქართველოს თავისუფლების, დასავლური არჩევანისა და ლიბერალური დემოკრატიის დაცვის ყველაზე ძლიერი და თანმიმდევრული ხმა იყო და მჯერა, რომ ასეთად დარჩება. ზუსტად ვიცი, რომ გიგა ბოკერია ბოლომდე იბრძოლებს ამ ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის.» — წერს ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი, ირაკლი კიკნაველიძე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«გაბედე და მე დამიჯექი სტუდიაში…იქ ვნახოთ მერე, ვინ არის ამორალური»-ეკა კვესიტაძე ოხანაშვილს მიმართავს

Joni Kvaracxelia

«რელიგიას მართლმადიდებელი მღვდლები  ეფარებიან ჯარში რომ არ წავიდნენ…მონა-ყმები არ დაიკლონ, კარგი ჭამონ, კარგი რომ სვან»

Joni Kvaracxelia

«რაღაც ზომები მიიღეთ! თუ უკვე გვიანი არაა!» — შალვა ხაჭაპურიძე

დატოვე კომენტარი