პოლიტიკა

დღეს დანიელსონმა დისკუსიების პირველი ეტაპი დაასრულა

პოლიტიკური პროცესის ყველა მხარესთან დისკუსიების პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგემლობა ავრცელებს.

„დღეს, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი, წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის, ვიზიტის მეორე დღეა.

მან დაასრულა დისკუსიების პირველი ეტაპი პოლიტიკური პროცესის ყველა მხარესთან. ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან და მის გუნდთან ერთად, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის დახმარებით იმუშავა პოლიტიკური მხარეებისთვის მისაღები საერთო პოზიციის ჩამოყალიბებაზე შემდგომი კონსულტაციების გამართვის მიზნით“, — აღნიშნულია ინფორმაციაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვევა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამდებობას მინისტრის მოადგილესთან დაპირისპირების გამო ტოვებს

Joni Kvaracxelia

«სტრატეგია აღმაშენებლის» 5 მთავარი დაპირება

დატოვე კომენტარი