ისრაელში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო. მან „ფაიზერის“ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. „ეს არის პატარა დოზა ადამიანისთვის, თუმცა დიდი ნაბიჯი წინ ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. ვაქცინა პრემიერ-მინისტრთან ერთად პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, იული ედელშტეინმაც გაიკეთა.
Loading…