პერსონასოცქსელი

51-ე სკოლის ყოფილი დირექტორი, დავით ლაგვილავა “პანდას” ვიდეოს გამოეხმაურა

❗️როგორც ჩანს, ვერც «ნაცი» და «დიქტატორი» მარკ ცუკერბერგისგან (და არა მხოლოდ მისგან), გამოიტანეს სათანადო დასკვნა «პანდას» ბიჭებმა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის საფარქვეშ, ისევ აგრძელებენ «ფეიკნიუსებისა» და ცილისწამების გავრცელებას…😊

P.S. ძალიან ვწუხვარ, რომ 51-ე სკოლის ყოფილმა მოსწავლეებმა (ამ კონკრეტულ შემთხვევაში), საკუთარი ძალისხმევა და ნიჭი მიმართეს არასწორი მიმართულებით… ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში 51-ე სკოლის ყოფილი დირექტორი დავით ლაგვილავა ჯგუფი “პანდას” ახალ ვიდეოს. შეგახსენებთ რომ 20 დეკემბერს ფეისბუქმა ასეულობით გვერდი და ანგარიში დაბლოკა, რომელიც მათი განცხადებით, მმართველ გუნდთან იყვნენ კავშირში და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. ფეისბუქის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად უკვე წაშლილი გვერდები მმართველ ძალასთან, ქართულ ოცნებასთან იყვნენ დაკავშირებულები, თუმცა თავს პარტიებად, მედიებად, რეალურ პირებად და აქტივისტთა ჯგუფებად აჩვენებდნენ.

როგორც ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია აცხადებს, გვერდები უმეტესად ქართულ აუდიტორიაზე მუშაობდნენ და ავრცელებდნენ ისეთ სოციო-პოლიტიკურ კონტენტს, რომელიც საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს, თავს ესხმოდა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს დასავლელი პარტნიორების, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატების დისკრედიტაციას ეწეოდა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«თუ სალომე გახდება პრეზიდენტი, არა მხოლოდ სამეგრელო, მთელი ზღვისპირეთი, აჭარის ჩათვლით გადაეცემა რუსეთს. ეს უკვე შეთანხმებულია!»-დოდონა კიზირია

“ღმერთო, უბედურო საქართველო! ღვთისმშობლის კი არა, ვისი წილხვედრი აღმოჩნდი»

«განელდა გავრილოვის ღამე მოხვედრილი ტყვიების ტკივილი? აღარ გვახსოვს ამოთხრილი თვალები და დალეწილი ძვლები?»-დავით ქაცარავა

დატოვე კომენტარი