პოლიტიკა

500 ახალი სანქცია რუსეთს-აშშ მასშტაბურ სანქციებზე გადადის

არსებული ინფორმაციით უკრაინის ომთან და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საპატიმროში დაღუპვასთან დაკავშირებით, აშშ-მა რუსეთს 500 ახალი სანქცია დაუწესა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, სანქციების სამიზნე გახდნენ ნავალნის პატიმრობასა და რუსეთის ომის მანქანასთან დაკავშირებული ადამიანები, ასევე ფინანსური სექტორი, თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, შესყიდვების ქსელები და სანქციების თავიდან ამცილებლები არაერთი კონტინენტის მასშტაბით.

“ორი წლის წინ მან სცადა უკრაინის რუკიდან წაშლა. პუტინი თუ არ გადაიხდის ფასს მკვლელობებისა და განადგურებისთვის, ის გააგრძელებს გზას”- აღნიშნულია ბაიდენის  განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა პარლამენტში

მაიკლ ბლუმბერგი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა

რექს ტილერსონი: “ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის სამხედრო წარმოებას შეფერხებები შეუქმნა

დატოვე კომენტარი