ეკონომიკა

50 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, — ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 80 000 000 ლარი.

„2020 წლის 10 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 80 000 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.130 პროცენტით, მაქსიმალური 8.170 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.152 პროცენტით განისაზღვრა“, — ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი ინტერვენცია განახორციელა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების ანგარი შენდება

Joni Kvaracxelia

კიდევ ერთი ინტერვენცია ეროვნული ბანკის მხრიდან

დატოვე კომენტარი