საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, 22 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე, ჯამში, 107 ათასამდე ლარი შესწირეს.
აქიდან 50 ათასი ლარი – სალომე ზურაბიშვილს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დირექტორმა ვახტანგ ლაღიძემ შესწირა, ხოლო 40 ათასი ლარი სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ თავს შესწირა.