სხვადასხვა

50 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა-რა ხდება ბათუმსა და ხელვაჩაურში

არსებული ინფორმაციით ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

«იმედინიუსის» ინფორმაციით  მიზეზი ბაგრატიონის ქუჩაზე მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებაა.

«სოკარ ჯორჯია გაზის» აჭარის ოფისის დირექტორის ინფორმაციით ამმ დროისთვის ძნელი სათქმელია, როდის რამდენ ხანში აღდგება სრულად გაზმომარაგება.

«დაზიანდა მაგისტრალური გაზსადენი, არის სრული დაზიანება, რის გამოც მთლიანად გამოირთო ბათუმი და ხელვაჩაური. აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ, სავარაუდოდ ხვალ შუადღიდან დავიწყებთ აბონენტების ეტაპობრივ ჩართვას, ამ დროისთვის ძნელი სათქმელია, ზუსტად რა დროში აღდგება სრულად გაზმომარაგება», — განაცხადა  ვახტანგ ბერიშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ბათუმში, მცირეწლოვანს დენმა დაარტყა — ბავშვი თავს კარგად გრძნობს

Joni Kvaracxelia

27 წლის მამაკაცი ავარიას ემსხვერპლა

«მე გავიჭიმე და ვგალობ»-ხოშტარია ოპოზიციაზე

roma sajaia

დატოვე კომენტარი