იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან გამართული ანტისამთავრობო დემონსტრაცია სამართალდამცველებმა წყლის ჭავლით დაშალეს,
დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და პანდემიის დროს ხელისუფლების არასათანადო რეაგირებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრი მატება და უმუშევრობის დონის სწრაფად ზრდა მთავრობის უმოქმედობის შედეგია, რის გამოც, მთავრობის მეთაურის გადადგომას მოითხოვენ.
დემონსტრაციის დაშლისას, სულ მცირე, ორი ადამიანი დააკავეს.
Loading…