ტრადიციულად, ივნისის თვის მეორე შაბათ დღეს, დედოფლის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად, ლონდონის ცენტრში მასშტაბური სამხედრო აღლუმი ე.წ. Trooping the Colour იმართება.
მასში მონაწილეობას 1400 სამხედრო, 400 მუსიკოსი და 200 ცხენი იღებს.
თუმცა, წლევანდელი წელი ამ მხრივადაც გამონაკლისია და პომპეზური აღლუმი ლონდონში დღეს არ გაიმართება. მის ნაცვლად, მონარქს დაბადების დღეს სამეფო საარტილერიო ზალპით უინდზორის სასახლის ტერიტორიიდან მიულოცავენ.
ამ ულამაზეს ღონისძიებაში, არაერთხელ მიუღია მონაწილეობა გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ატაშეს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ვიცე პოლკოვნიკ ენტონი ბრუმველს. -ინფორმაცია მოპოვებულია დიდი ბრიტანეთის საელჩოს ოფიციალური გვერდიდან.

თამარ ქუთათელაძე
Loading…
