განცხადებებიპროტესტი

თაკო ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეს ჰომოფობიური განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებს!!!

პარტია «კანონი და სამართლის» ლიდერი თაკო ჩარკვიანი სასტიკად აკრიტიკებს «ლელოს»დამფუძნებელს რომელმაც რამდენიმე დღის წინ «ტვ პირვდლის»ეთერში ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა. თაკო ჩარკვიანმა ამ თემას სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი მიუძღვნა — ხაზარაძის “სიბრძნე “: “ უმცირესობა თავს ახვევს უმრავლესობას აზრს და იყვნენ თავისთვის, ვინ უშლით???” 😂( ლგბტ) -თემასთან დაკავშირებულ ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა “ბანიკრმა და ხაზარაძემ”… საოცარია ეს ფრაზა: “იყვნენ თავისთვის”! ანუ ხაზარაძის თქმით ასეა არა?? იყვნენ თავისთვის ისუნთქონ, ჰაერი ჩაყლაპონ ისიც ჩუმად, მალვით, იარსებონ, ოღონდ რით იარსებონ?? ამაზე “ ბანკირს” არ უფიქრია, სად იმუშაონ???, თანაც, რომ უნდა დაიმალონ ისე, სადღაც კუთხეში უჩინმაჩინის ქუდით? რად იმუშაონ, მხოლოდ სექს -მუშაკებად??? თუ დაიმალებიან ესე იგი მამუკა ხაზარაძე ანუ იგივე “წვეთოვანზე შეერთებული სანდრო ბრეგაძე” მშვიდად იქნება??? ესე იგი ეს ადამიანები (ლგბტ) აღარ იარსებებენ ამ ქვეყანაში?! ანუ ხაზარაძე- ბრეგაძეს ურჩევნიათ იმეგობრონ დაფარულ “ულვაშებიან აგენტებთან” (ეს “ბებერი ჯაშუშები” ორმაგი ცხოვრებით, რომ ცხოვრობენ თავად და მთელი ცხოვრება რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ) იცხოვრონ ამ საზოგადოებაში ბედნიერად და მევახშეობით და პოლიტიკაში ფულის კეთებით ხალხის ხარჯზე — პოპულისტური განცხადებებით ერთ წრეზე ატარონ ქვეყანა და მერე კიდევ გაბედოს “ბანკირმა და 10 ათასობით ადამიანი რომ ჰყავთ “იძულებით გაძევებული” ამ ქვეყნიდან ემიგრაციაში, იმიტომ რომ პროცენტებით ბანკებში ჩადებული ბინები გადაერჩინათ ან თუ ვერ გადაარჩინეს დარჩნენ ქუჩაში და თან უცხოეთში!!!! აი ესენი ბედავენ ისაუბრონ მომავალი სახელმწიფოს შენებაზე და იმაზე რომ “უმცირესობა როგორ ახვევს თავს აზრებს უმრავლესობას”, ეს “ბოლშევიკური სიბრძნე”, რომ თავში აზრად მოგივა და თავი რომ პოლიტიკოსი გეგონება და კიდევ ერთი რამ: რა კარგია რომ ჩაიკოვსკიმ, ჭაბუკიანმა, ელტონ ჯონმა და მიქელანჯელომ და სხვამ, თავს მოგვახვიეს თავიანთი ნიჭი და შემოქმედება წარმოიდგინეთ ხაზარაძის — ბრეგაძის ინტელექტის ამარა რომ დავრჩებოდით უმრავლესობა 😂😘- “ტიტუუუუუუ” რა იქნებოდა?!😂- წერს ჩარკვიანი საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ მამუკა ხაზარაძის ციტატებს «ტვ პირველის» ეთერში «მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგადაა განსაზღვრული კონსტიტუციაში და მემგონი ამას გადახედვა არ სჭირდება. ჩვენ რაღაც ნოვატორობა ამ მიმართულებით არ უნდა გამოვიჩინოთ, ჩვენ ქვეყანაში უმცირესობის უფლებები არის ძალიან კარგად დაცული, თუ რაღაც გადახრები ხდება, ნიშნავს, რომ კანონი არ სრულდება, ვიღაცის უფლებები თუ ირღვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს», — თქვა მამუკა ხაზარაძემ. პოლიტიკოსმა ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობს ლგბტ თემისთვის ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლების მინიჭებაზე, უპასუხა, რომ სჯერა შვილი დედამ და მამამ უნდა აღზარდოს.

თამარ ქუთათელაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«პრაიდის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი»-ნიკა მელია (ვიდეო)

ოპოზიცია მძიმედ წააგებს არჩევნებს-კობახიძე

დაუშვებელია, სადაც ვენახებს ვახარებთ იქ ვინმემ კანაფი გაახაროს-ანა დოლიძე

დატოვე კომენტარი