covid-19

4472 ახალი ინფიცირებული და 34 გარდაცვლილი უკანასკნელი კოვიდსტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 127 942 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 106 328 გამოჯანმრთელდა, 1 195 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 2 076, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 286 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 844.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

ეპიდსიტუაცია დიდ ბრიტანეთში

ამირან გამყრელიძე: ვფიქრობ, შემოდგომაზე დავიწყებთ 12 წელს ზემოთ ასაკიდან პირების აცრას

ინფექციონისტის 11 არგუმენტი კონდიცირების აკრძალვის წინააღნდეგ

roma sajaia

დატოვე კომენტარი