სხვადასხვაფოტო/ვიდეო

“ერთად სახლში”-ს პრეზენტაცია თბილისში

დღეს, არასამათავრობო ორგანიზაცია „ერთად სახლში“ პრეზენტაცია/დისკუსია გაიმართა, სადაც ორგანიზაციის მიზნებზე, სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. როგორც ორგანიზაციის წარმოამდგენლებმა განმარტეს, ორგანიზაციის მთავარი მიზანი საქართველოს საკეთილდღეოდ მოღვაწეობაა. ასევე, დემოკრატიული ცნობიერების გაძლიერება, საქველმოქმედო მიზნებისთვის სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა და საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის, ისტორიის პოპულარიზაციაა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განარტებით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი მოახლოებულ არჩევნებზე მანიპულაციის რეალური საფრთხე გახდა. დისკუსია, გარდა წინასაარჩევნო პროცესებისა, ასევე შეეხებოდა არჩევნების დღეს ემიგრანტების პროცესებში მაქსიმალურად ჩართვას და მათთის საარჩევნო უბნების სიხშირის გაზრდას.ორგანიზაციის მთავარი სტრატეგია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოსა და საზღვარგარეთ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების გაგზავნაა.

შეხვედრის მომაწილეებს სკაიპით ჩაერთო საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყნის გამოწვევებზე ისაუბრა და მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა. “ბოლო 8 წელია საქართველო ეკონომიკურ სტაგნაციაშია. ამავე პერიოდში საქართველოს მოსახლეობა 1 მილიონით შემცირდა. ქვეყნიდან მაქსიმალური გადინება ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკას თავისი გადმორიცხვებით ემიგრანტები ინახავენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია ემიგრანტების ხმა ისმოდეს და მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ბედის გადაწყვეტაში. ამისთვის აუცილებელია:

1. სოციალურ ქსელებში აქტივობა და ამ აქტივობებით რუსეთის პროპაგანდისა და ტროლების მიერ გავრცელებული ანტიდასავლური მესიჯების წინააღმდეგ ბრძოლა.

2. ივანიშვილის დევიზია საქართველო ქართველების გარეშე, მათ კი ვინც საზღვარგარეთ ხართ, აქტიური კამპანია უნდა ატაროთ, რომ საკუთარ ქვეყანაში წარმატების მოპოვება ჯობს და ემიგრანტობა არ არის ასეთი მარტივი. ასევე მნიშვნელოვანია ვუთხრათ საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს, რომ არავინ არავის არ გაყრის, პარტიული ნიშნით გამორჩევა დასრულდება”- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

roma sajaia

ლარი ისევ რეკორდულად გაუფასურდა

Joni Kvaracxelia

“ჩვენი გოგო სამშობლოში დაბრუნდა…” სამოქალაქო პანაშვიდზე მოსვლას შეძლებთ ოთხშაბათს, 18:00 საათზე, ამაღლების ტაძარში

დატოვე კომენტარი