ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადება გააკეთა:
„ამ თემაზე კონსტანტინოპოლი მუშაობს, არის უამრავი შეკითხვაა და ჩვენც ასევე, პარალელურ რეჟიმში ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ, როგორც სათნო იქნება ღვთისთვის. ჩემი პოზიციაა, რომ ზოგადად უკრაინას, 40 მილიონიან ქვეყანას, დამოუკიდებელს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და მას ეკლესიურად არ უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ პროცესუალურად ეგ საკითხი, რა თქმა უნდა, დროში გაიწელება”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.