კრიმინალი

4 წლის ბავშვი ზვავში დამარხა,მშობლები მოკლა, სასტიკ მკვლელობაში დამნაშავეს სამუდამო პატიმრობა ემუქრება (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაკეთდა,  ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეების მკვლელობის ბრალდებით   ერთი პირი დააკავეს.

დაკავებულია 1998 წელს დაბადებული პირი, რომელიც დანაშაულს აღიარებს და მას სამუდამო  პატიმრობა ემუქრება.

გთავაზობთ შსს-ში გაკეთებულ საგანგებო განცხადებას:

«სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული.

მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2014 წელს დაბადებული მცირეწლოვნის ცხედარი.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა,»- საუბარია შსს-ს სპეციალურ განცხადებაში.

https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/1463722657063062/

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ქალი სადისტმა დაასახიჩრა და დაანაწევრა და მერე სადღაც მიაგდო «-ქუთაისში ნაპოვნი ცხედარი

თბილისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

ქობულეთში დაკავეს ბაბუა რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილზე იძალადა

დატოვე კომენტარი