პოლიტიკა

4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

გიორგი გახარიამ 4 რეგიონში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს. იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობაზე იყო. მათ შორის, ეკავა ადმინისტრაციის უფროსის პოსტი.

გარდა ამისა, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს მამუკა საღარეიშვილი დაიკავებს. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო 2018 წლიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.

რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, აქ იმავე სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას პარმენ მარგველიძე დაიკავებს. იგი რეგიონში ამ პოსტზე ადრე უკვე იკავებდა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

დავით ზალკანია ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 26-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

Joni Kvaracxelia

მოსკოვი არ წყვეტს თანამშრომლობას ფხენიანთან

Joni Kvaracxelia

საფრანგეთის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა

დატოვე კომენტარი