ხვალ, 4 სექტემბერს 11 საათზე საქალაქოს სასამართლოს ეზოში ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით გაიმართება საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორია ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი ამირან გუგუაშვილი. ამის შესახებ მან სოცქსელში განცხადება დაწერა: “მეგობრებო, 4 სექტემბერს, 11 საათზე, ბრალდების მხარე წარადგენს დასკვნით სიტყვას ცოტნე გამსახურდიას ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის საქმეზე. ყველა ვისაც გული შეგვტკივა ცოტნეზე. ყველა ვისაც უნდა რომ დამნაშავეები დაისაჯონ. ყველა ვისაც უნდა რომ სამართალი აღსრულდეს. ყველა ვისაც არ სურს, რომ მკვლელები დაუსჯელად დადიოდნენ ჩვენს გვერდით. ყველა, განურჩევლად პოლტიკური გემოვნებისა და სიმპატიების თუ ანტიპატიებისა, ვიკრიბებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 4 სექტემბერს 11 საათზე. ერთად მოვითხოვოთ სამართლის აღსრულება!”.
საპროტესტო აქციას უერთდება არასამთავრობო ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფცია”-ს დამფუძნებელები ვატო გელაშვილი და ქეთი ენუქიძე. და ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვატო გელაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს მათი მთავარი მოთხოვნაა რომ დაისაჯნონ ცოტნე გამსახურდიას თავდასხმაში ბრალდებულები კანონის შესაბამისად. შეგახსენებთ რომ საპროტესტო აქციის პარალელურად იმართება ცოტნე გამსახურდიას თავდასხმის საქმეში ბრალდებულების სასამართლო პროცესი სადაც ბრალდების მხარე წარადგენს დასკვნით სიტყვას.
