მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
ბასილი ანკვირიელი; წმინდა დროსიდა; ისააკ მონაზონი.
უნგრეთი — განთავისუფლების დღე (1945).
სენეგალი — დამოუკიდებლობის დღე (1960).
1814 წ. ნაპოლეონ I ტახტიდან გადადგა.
1818 წ. დაიბადა ტომას მაინ რიდი — ირლანდიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
1868 წ. დაიბადა ანდრია ბენაშვილი — ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე.
1899 წ. დაიბადა დავით ბადრიძე — ქართველი მომღერალი.
1949 წ. ვაშინგტონში ხელი მოეწერა ჩრდილოატლანტიკურ შეთანხმებას ნატოს შექმნის შესახებ.
1960 წ. გამოცხადდა სენეგალის დამოუკიდებლობა საფრანგეთისაგან.
1965 წ. დაიბადა რობერტ დაუნი უმცროსი — მსახიობი.
1968 წ. მემფისში რასისტების ხელით მოკლულ იქნა მარტინ ლუთერ კინგი.
1975 წ. ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკეში, კომპანია Microsoft-ი დააფუძნეს.