მსოფლიოშიპროტესტი

4 ადამიანი დაიღუპა სიერა ლეონეში აქციაზე

სულ მცირე ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი დაიღუპა და 10 დაიჭრა სიერა ლეონეში, აქციაზე, როდესაც პოლიციამ და ჯარისკაცებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს.

ქალაქ მაკენში ასობით ადამიანი ელექტროენერგიის წყაროს სხვა ქალაქში გადატანის შეჩერების მოთხოვნით შეიკრიბა, აქციის მონაწილეთა აზრით, ეს საფრთხეს შეუქმნის რეგიონის ელექტრომომარაგებას.

მაკენის უნივერსიტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, პროტესტის მონაწილეებმა ქვების სროლა დაიწყეს, რასაც ხელისუფლებამ ცეცხლის გახსნით უპასუხა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რამზან კადიროვს სანქციები დაუწესეს

Joni Kvaracxelia

ვლადიმირ ზელენსკის წინააღმდეგ გამართული სასამართლო პროცესი (LIVE)

Joni Kvaracxelia

«ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა

დატოვე კომენტარი