ნორმანდიული სამიტის წინ, კიევში ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილლეებმა უკრაინის პრეზიდენტისგან, ვლადიმირ ზელენსკისგან მოითხოვეს, რომ ე.წ. წითელი ხაზები არ გადაკვეთოს. კერძოდ, დემონსტარნტებმა პარიზში დაგეგმილი სამიტის წინ პრეზიდენტს მოუწოდეს, არ წავიდეს დათმობებზე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, ყირიმის დეოკუპაცია, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სასამართლო დავები. ასევე ოპოზიციის მიერ გამართული მიტინგის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ ვლადიმირ ზელენსკი არ დათანხმდეს დონბასში არჩევნების ჩატარებას რუსეთის შეიარაღებული ძალების სრულ გაყვანამდე, უკანონო ფორმირებების განიარაღებამდე და სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის აღდგენამდე.
previous post
