პოლიტიკა

პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომა უახლოეს პერიოდში ანკარაში გაიმართება, — ამის შესახებ შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრისას შედგა.

მოლაპარაკებების შედეგად, ასევე გადაწყდა, რომ ნოემბერში, მინისტრების დონეზე, ორი ქვეყნის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. აღინიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას.

საუბრისას განხილული იყო ენერგეტიკისა და ლოგისტიკურ სფეროებში თანამშრომლობა, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის მიმდინარეობა, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსი, ასევე — ტურიზმისა და კულტურის სექტორში არსებული ერთობლივი პროექტები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რაშიც მნიშვნელოვანი როლი აკისრია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკას.
პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

საქართველოს მთავრობა

Loading…

მსგავსი პოსტები

ჩაგაბარებინებთ» პატაკს»- ვის მიმართავს თაკო ჩარკვიანი?

roma sajaia

«ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღმოფხვრას ეუთოს მისიისა და სხვა დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები»

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

დატოვე კომენტარი