რეგიონი

ქაიანს სანდრა რულოვსმა საჩუქარი გადასცა

პატარა ვუნდერკინდი ასტრონომი, ქაიან ბელქანია დიდი ხანია მეცნიერების შესწავლასა და კოსმონავტობაზე ოცნებობს. ახლა ის მზის სისტემის პლანეტების მოცულობისა და შემადგენლობის შესწავლას შეუდგა.

პატარა ქართველ ვუნდერკინდს სახლში ყოფილი პირველი ლედი ეწვია სტუმრად, რომელმაც საჩუქრად ტელესკოპი უბოძა.

„საუკეთესო ტელესკოპია, რომელიც ჩემს ვაჟს, ედუარდს ეკუთვნოდა. ახლა, შენ კოსმოსი უფრო დაგიახლოვდება. ედუარდი უკვე დიდი ბიჭია, ცოლი მოიყვანა და კოსმოსშიც აღარ იყურება. მას აღარ სჭირდება ეს ტელესკოპი და გადავწყვიტეთ, შენ გაჩუქოთ,» — განუცხადა სანდრა რულოვსმა ქაიანს.

შეგახსენებთ, რომ ქაიან ბელქანია, წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეა. ასტრონომიისა და მათემატიკის გარდა უყვარს ფიზიკა, თუმცა, როგორც ამბობს, ეს საგანი მეთერთმეტე კლასში ისწავლება და მას ამ დროისთვის პედაგოგი არ დასჭირდება. კოსმოსური ობიექტების შესწავლა ქაიანმა 2 წლის წინ დაიწყო. როგორც თვითონ ჰყვება, თავდაპირველად მეათე პლანეტით დაინტერესდა, რომელიც, მისივე სიტყვებით, მზის სისტემიდან „გააძევეს“.

https://www.facebook.com/maia.javakhishvili.752/videos/1343086332536848/

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე ანქვაბს, რომელიც რუსეთში კორონავირუსის მკურნალობას გადის, შეუერთეს ხელოვნური სუთქვის აპარატი

Joni Kvaracxelia

ჯვარში ახალი სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა

Joni Kvaracxelia

ოკუპირებული გალის რაიონიდან რუსეთის მოქალაქე გაიტაცეს

დატოვე კომენტარი