28 წლის საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეცილისტის, იაროსლავ სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ, საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს იუსტიციის სამონისტროსთან. აქციის ორგანიზატორი იყო დაკავებულის ადვოკატი, ივანე ნორაკიძე.
იაროსლავ სუმბაევს რუსეთში კიბერთაღლითობასთან, დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობასა და გამომძიებლის მკვლელობასთან აკავშირებენ.
რუსეთში ექსტრადიციის კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა სუმბაევს შესაბამისი ბრძანება 2019 წლის 15 ოქტომბერს ჩაბარდა.
სუმბაევის უფლებადამცველის თქმით, მან დაუყოვნებლივ მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. “დაუშვებელია ადამიანის ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში, სანამ ევროსასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას… რუსეთში მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები”, — განუცხადა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ივანე ნორაკიძემ.