ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 108 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 16 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 387 შემთხვევაა დადასტურებული, 11 პაციენტი კი გარდაიცვალა.
Loading…