ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა ისევ გადაიდო

0
1270

დღეს განახლდა ბუტა რობაქიძის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ამ საქმეში მჯავრდებულები არიან: გურამ დონაძე, დავით იაშვილი, ზურა მიქაძე ირაკლი ფირცხალავა. დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა, მოსამართლე ნინო სანდოძემ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ადვოკატმა კობა კობახიძემ დააყენა შუამდგომლობა მოსამართლეთა პალატის აცილებაზე რაც ასევე არ დააკმყოფილდა. პალატის აცილების მოთხოვნის მიზეზი გახლდათ, ის რომ მიუხედავად იმისა, რომ 5 თვეა მიმდინარეობს პროცესი პალატის უფროსი მოსამართლე ნინო სანდოძე არ იცნობს არსებულ საქმეს, ხოლო მასზე ხაზგასმა თავად მოსამართლემ შეურაცყოფად მიიღო.

შემდგომი პროცესი ჩაინიშნა 15 ოქტომბერს 16:00 ზე.

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ